წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება

წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში, მალე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ ნათქვამია წყალტუბოს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 210 000 ევროს ფარგლებში განისაზღვრება და მოიცავს როგორც საბავშვო ბაღის შენობის აგებას, ასევე მის ინვენტარით უზრუნველყოფას.

დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყება და 2021 წლის 31 აპრილს დასრულდება.

პროექტში ჩართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, როგორც გრანტის მიმღები და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი KfW, როგორც დამფინანსებელი.

„’წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა იყო ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, საკითხის დადებითად გადაწყვეტა ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლების დახმარებით, მათთან თანამშრომლობითა და კონსულტაციებით გახდა შესაძლებელი, აღნიშნულ დასახლებაში დევნილთა 352 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ ადგილზე საბავშვო ბაღის გახსნას", - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად ყველა საჭირო სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება, ბაღის შენობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს