სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში მცხოვრებ ყველა ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტი დაურიგა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფელ მუშევანში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამჯერად ყველა ოჯახმა დახმარების სახით მუნიციპალიტეტისგან ფქვილი და კარტოფილი მიიღო. სურსათის დარიგების პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ჩაერთო.

„მუნიციპალიტეტმა საკარანტინო ზონაში მოსახლეობას 100 და 50-ლარიანი სასურსათო პროდუქტები რამდენჯერმე გადასცა. შეგახსენებთ, რომ სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა