აჭარაში კვების ობიექტებში სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში შეხვედრა გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი კვებისა და სარეალიზაციო ობიექტებში სურსათის უვნებლობის საკითხები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე და დარგში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში საკურორტო სეზონის წარმატებულად ჩასატარებლად რეკომენდაციების დანერგვის პროცესზე, ტურისტების და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით განხორციელებულ და გასატარებელ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება. გარდა ამისა, ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში დავიცვათ ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული სტანდარტების დანერგვის პროცესი, რომელიც რეგიონში წარმატებით ხორციელდება. ჩვენი უწყებები აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ მივაწოდოთ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაცია უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ, რაც მათ უსაფრთხოდ კვებითი მომსახურების გაწევისა და სტანდარტების ადაპტირების პროცესში დაეხმარებათ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა უწყებების მიერ რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტი ყოველთვის იყო მომხმარებლის ინტერესების დაცვა. თუმცა დღეს, როცა აჭარა ტურისტულად ერთერთ კეთილსაიმედო რეგიონად არის დასახელებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უვნებლობის სტანდარტების და არსებული მოცემულობიდან გამომდინარე კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა. ამ მიმართულებით ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ჯანდაცვის უწყებასთან. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთანაც ასევე, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და ღია კარის პრინციპით მზად ვართ გავუწიოთ რეკომენდაციები“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა