მცხეთის გენგეგმის უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა მცხეთაში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

„გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანი მცხეთის გენგეგმის კონცეფციის ძირითადი საპროექტო გადაწყვეტებისა და წინადადებების კონკრეტულ გარემოსთან და ტერიტორიებთან მიმართებაში განხილვა იყო. საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნენ გენგეგმის კონცეფციით შემოთავაზებულ არსებულ და ახალ განვითარების არეალებს. უწყებათაშორისი საბჭო 2018 წლის 10 მაისს საქართველოს მთავრობის მიერ შეიქმნა. საბჭოს ამოცანა და ფუნქცია ქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა, ზედამხედველობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაა. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობს კონკურსის წესით შერჩეული ამხანაგობა „აქოლისი“, რომელიც მულტიდისციპლინარული ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო კომპანიას აერთიანებს. ახალმა გენგეგმამ უნდა უზრუნველყოს მცხეთის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შენარჩუნება და მისი უსისტემო, ქაოტური განვითარების თავიდან აცილება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. 1994 წელს ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლები UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შევიდა, რამაც ქალაქის საერთაშორისო ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა განაპირობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა