აშშ-მ ირანული გემების 5 კაპიტანს, ვენესუელაში ნავთობის ჩატანის გამო, სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანული გემების 5 კაპიტანს სანქციები დაუწესა ვენესუელაში ნავთობის ჩატანის გამო - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„დღეს, შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ირანული გემების 5 კაპიტანს, რომლებმაც დაახლოებით მილიონნახევარი ბარელი ირანული ბენზინი ვენესუელაში ჩაიტანეს არალეგიტიმური მადუროს რეჟიმის მხარდასაჭერად. ამ კაპიტნების აქტივები დაიბლოკება და ისინი ვეღარ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიულ წყლებში ოპერირებას. საზღვაო პირები, რომლებიც საქმიან ურთიერთობებს აწარმოებენ ირანთან და ვენესუელასთან, აშშ-ის მხრიდან შესაბამისი ზომების წინაშე აღმოჩნდებიან“,- განაცხადა პომპეომ პრესკონფერენციაზე.

მან აქვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ვენესუელის ოპოზიციური ლიდერის ხუან გუადიოს მხარდაჭერას.

ცნობისთვის, აშშ-სა და ვენესუელას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გასულ წელს გაწყდა. აშშ და კიდევ 60-მდე ქვეყანა ნიკოლას მადუროს ვენესუელას პრეზიდენტად არ ცნობს და ისინი გარდამავალ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს აღიარებენ. მადუროს მხარდამჭერები არიან: რუსეთი, ჩინეთი, სირია და კუბა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს