ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დუშეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონების სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - მაღაროსკარი, ბარისახო, კორშა, ქალილო, ლაუშა, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტრონერგია არ მიეწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძეგვი, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში არმაზის, გიორგობიანის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, მლეთა, სოკურიანი, დარიალი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა