საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველი ანგარიშს წარადგენს

25 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, ანგარიშში გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას იზიარებენ და ეს მათ დადგენილებაშიც აისახება.

"აღსანიშნავია, რომ ამ საკმაოდ ვრცელ ანგარიშში 70 ადგილას გვხვდება ისეთი შეფასებები, როგორიც არის "მისასალმებელია", "პოზიტიურად უნდა შეფასდეს", რაც მნიშვნელოვანია. ცხადია, არის საკითხები, რომელსაც ვიზიარებთ და ეს აისახება საბოლოო ჯამში ჩვენს დადგენილებაში. არის გარკვეული საკითხები, რომელიც მეტ არგუმენტირებას და მსჯელობას საჭიროებს. ასე რომ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო განხილვა გვექნება,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა