გიორგი გახარია - მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს შეეხება

მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის ფინანსური ხარჯის გაწევა არ მოუწევთ.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს შეეხება. თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება. ამისთვის დაფინანსება არსებობს. ფაქტობრივად ჩვენს მოქალაქეებს არანაირი ხარჯის გაწევა არ მოუწევთ, იუსტიციის სამინისტრო სრულად მოაგვარებს ამ საკითხს,“-განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს შეეხება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა