სოფელ მუშევანში ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 66 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 66 პირის ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგებს ელოდებიან. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" ბოლნისიის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგებმა, ,,კოვიდ19"-ზე კვლევის მიზნით, გუშინ საღამოს, ლუგარის ლაბორატორიაში სულ 66 პირის ბიოლოგიური მასალა გადააგზავნეს და შედეგები, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა 20 ივნისს დაფიქსირდა. სოფელში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს