გია ვოლსკი - პოზიტიური შეფასებები უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა ჩვენთვის

მე ვფიქრობ, პოზიტიური შეფასებები უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა ჩვენთვის, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აშშ- ის სახელმწიფო დეპრატამენტის ანგარიშს.

მისი თქმით, ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ.

„საკმაოდ პოზიტიური და პროფესიონალური ანგარიშია, რაც გამოქვეყნდა ანტიტერორისტული საქმიანობის შესახებ. ის აფასებს საერთოდ მსოფლიოში შექმნილ რთულ ვითარებას და გამორჩეულ საქმიანობას, პროფესიონალიზმის მაღალ დონეს უსაფრთხოების სამსახურების, კერძოდ, ანტიტერორისტული ქვედანაყოფების. მე ვფიქრობ, პოზიტიური შეფასებები უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა ჩვენთვის და რომ არა მოხსენებები ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს პოზიტიური გამოცდილების დაფიქსირება, საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ ჩვენ გვყავს საიმედო დაცვა ტერორიზმისგან, რომელიც არის მსოფლიო გამოწვევა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა