სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლზე ვიდეოკამერის დამონტაჟებისას კანონით დადგენილი წესების გათვალისწინებაა აუცილებელი

საკუთარ საცხოვრებელ სახლზე ვიდეოკამერის დამონტაჟებისას კანონით დადგენილი წესების გათვალისწინებაა აუცილებელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, საცხოვრებელი შენობების ვიდეომონიტორინგის არეალში მოხვედრისას, ნებისმიერი პირის ქცევა კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიდეომონიტორინგის არეალში მოხვედრილი პირების - მეზობლის, თანამესაკუთრის, საცხოვრებელ შენობაში მყოფი ადამიანების - უფლებების დაცვა და პატივისცემა.

"საცხოვრებელი შენობების ვიდეომონიტორინგისას მესაკუთრეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები: ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა განათავსოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნები; ვიდეომონიტორინგის სისტემის დამონტაჟებამდე უნდა მოიპოვოთ შენობის მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა და განახორციელოთ მეზობლების სათანადო ინფორმირება (ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით);ვიდეომონიტორინგის არეალში მოაქციეთ მხოლოდ თქვენი შესასვლელი და საერთო სივრცე; სხვა მესაკუთრეთა ბინის შესასვლელის ვიდეომონიტორინგი შეგიძლიათ მხოლოდ მათი თანხმობით.

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამ წესების დაუცველად ვიდეომონიტორინგის განხორციელებისათვის. დაიცავი კანონი და პატივი ეცი სხვის პირად ცხოვრებას!"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა