ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სალომე სამადაშვილი, სოფო კილაძე და ადა მარშანია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სოფო კილაძესალომე სამადაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ადამიანის უფლებები ერთმანეთისგან ისე არიან დაშორებულები, როგორც საქართველო და ჩრდილოეთ კორეა.

„მე მაგალითად, თქვენ ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა ადამიანის უფლებების კომიტეტზე შემოსვლა იმიტომ, რომ თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდილო კორეა. მე მგონი, ძალიან კარგი შედარებაა ამ დიდი მანძილის შესაფასებლად.

დამთავრდა ის დრო, როცა ადამიანებს ხმას უხშობდით ახლა ვეღარ მოახერხებთ ვეღარც დღეს და ვერც ვერადროს ადამიანებისთვის ხმის დახშობას, ვერც თქვენ და ვერც თქვენი პოლიტიკური ძალა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

თავის მხრივ სალომე სამადაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს არაკომპეტენტური უწოდა და მოუწოდა პარლამენტის რეგლამენტს გასცნობოდა.

„ზოგადად ხომ არაკომპეტენტური ხართ, მათ შორის, ადამიანის უფლებები მიმართულებით, მაგრამ რეგლამენტი მაინც წაიკითხეთ და გაერკვით თქვენი ვალდებულება რა არის კომიტეტის სხდომა რომ მიგყავთ,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ადა მარშანიამ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პოლიტიკური ხარაკირისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით ყველა მათგანი არა პარლამენტში, არამედ ციხეში უნდა იჯდეს.

„პოლიტიკური ხარაკირი უნდა გააკეთოთ თქვენ დიდი ხანია და აქ მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ ქალბატონო, ვითომ და ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტისა. განსაკუთრებულო მონა, მორჩილებაში მყოფი სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა ემზადებოდით გამოსასვლელად, ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად და ტელევიზიები დაგესეოდნენ და იმიტომ განსაკუთრებულად მოემზადეთ. კომპლიმენტს გეუბნებით მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ მორალური და ზნეობრივი არავითარი უფლება თქვენ არა გაქვთ ადამიანის უფლებებზე აქ ისაუბროთ და პოლიტპატიმრებზე“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

კომიტეტზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ანგარიშით მისულ სახალხო დამცველს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული კითხვით მიმართა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე