ადა მარშანია სალომე სამადაშვილს - კომპლიმენტს გეუბნებით, მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ ადამიანის უფლებებსა და პოლიტპატიმრებზე საუბრის მორალური უფლება არ გაქვთ

ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული. ეტყობა, ემზადებოდით გამოსასვლელად, ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად, ტელევიზიები დაგესეოდნენ და იმიტომ განსაკუთრებულად მოემზადეთ, - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს.

ადა მარშანიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ხარაკირისკენ მოუწოდა და ამასთანავე განაცხადა, რომ ამ პოლიტიკური პარტიის წევრები არა პარლამენტში, არამედ მისი აზრით ციხეში უნდა ისხდნენ.

„პოლიტიკური ხარაკირი უნდა გააკეთოთ თქვენ დიდი ხანია, აქ მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ ქალბატონო, ვითომ და ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტის. განსაკუთრებულო მონა სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა ემზადებოდით გამოსასვლელად, ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად და ტელევიზიები დაგესეოდნენ და იმიტომ განსაკუთრებულად მოემზადეთ. კომპლიმენტს გეუბნებით, მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ მორალური და ზნეობრივი არავითარი უფლება თქვენ არ გაქვთ, რომ ადამიანის უფლებებსა და პოლიტპატიმრებზე აქ ისაუბროთ “, - განაცხადა ადა მარშანიამ.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშს ისმენდნენ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა ომბუდსმენს ქვეყანაში არსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული კითხვით მიმართა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე