საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რეგიონში სარწყავი სეზონის მიმდინარეობასა და ადგილზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე სამელიორაციო სისტემებზე - მაგისტრალურ და გამანაწილებელ არხებზე უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები განიხილეს.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა ანტიკრიზისული გეგმით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის, კერძოდ, მელიორაციის კუთხით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ, ადგილობრივების მაქსიმალური ინფორმირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით: შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება, რომელიც 2020 წლამდე წარმოიქმნა, ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ; 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება ყველა ის წყალმომხმარებელი, ვინც სარგებლობს ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებით 10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს. აღნიშნული მიმართულებით, თემატური, საინფორმაციო - სამუშაო შეხვედრების ჩატარება, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით, რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ