იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი ცხადდება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი ცხადდება. შესაბამის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.საუბარია პოზიციაზე, რომელიც საბჭოში ანა დოლიძეს ეკავა. „დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ქალბატონი ანა დოლიძის პირადი განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ.

აღნიშნული განცხადება არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 1 პუნქტის შესაბამისად, ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი, რომლის პირობებიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N:25/06/01 განკარგულებით. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლებამოსილებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი ცხადდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა