ცაბაძის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენა იგება

დიდუბის გამგეობა რაიონის მასშტაბით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ცაბაძის ქუჩაზე 4 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება.

მერიის ინფორმაციით, სავალ ნაწილთან ერთად, შეიცვალა დაზიანებული ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების საერთო ღირებულება 249 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა - დაზიანებული წყლის მილები ახლით შეცვალა, რის შემდგომაც გამგეობამ ასფალტის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

ცაბაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა