საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ლელოს" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან პარტია "ლელოს" აჭარის ორგანიზაციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, მიუღებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავას არჩევა. როგორც პარტია "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლო არ ირჩევს, ის მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელია და სწორედ ის იქნება დანიშნული.
"მმართველ გუნდს სურს ჩაყლაპოს სასამართლოს ეს ნაწილიც, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და სურთ აქციონ „ქართული ოცნების“ ნების აბსოლუტურ გამტარად. არჩევნები მოდის, საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვის უფლება და თავმჯდომარეს კანონი აძლევს უფლებას, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები. „ოცნება“ ხედავს, რომ მალე დაკარგავს ძალაუფლებას და ცდილოვს თავდაცვის ზღუდე ააგოს სხვადასხვა უწყებაში", -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა გახდება ცნობილი.

























