აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მოისმინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მოისმინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემები და მიმართულებები კანონმდებელთა წინაშე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

მათივე ცნობით, სხდომაზე დარგობრივ მიმართულებებზე თანამოხსენებები, სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ტიტე აროშიძემ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსმა, ჯემალ ნაკაშიძემ წარმოადგინეს და უპასუხეს უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს.

„წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო და მხარი დაუჭირა შემდგომი პროცედურების გაგრძელებას. სხდომაზე საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონის პროექტი აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა - პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, სულხან მახათაძის, კახაბერ კუჭავას, დავით სონღულაშვილისა და რომან მუჩიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომიტეტმა, შენიშვნების გარეშე, ცნობად მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა