ჯანდაცვის მინისტრი - იმ კომპონენტში, რომელშიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია დარგის აზრი, გავივლით კონსულტაციებს

იმ კომპონენტში, რომელშიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია დარგის აზრი, გავივლით კონსულტაციებს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრისვე თქმით, კანონპროექტები, რომლებიც მიიღება შესაძლოა, გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდეს, თუმცა უწყება ნაბიჯის უკან გადადგმას არ აპირებს.

„კანონპროექტები, რომელიც მიიღება ხშირ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს ინტერესთა კონფლიქტს, ეს კანონპროექტი რომელიც დასატანია კანონში დასამტკიცებლად, იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და მათ ინტერესებს. ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს უკან მათ დასაცავად, თუმცა იმ კომპონენტში რომელშიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია დარგის აზრი, გავივლით კონსულტაციებს. მე დღესაც მივდივარ პარლამენტში 16:00 საათზე და ხვალაც მივდივარ,”-განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს პარლამენტში მივა. მინისტრი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდება.

ცნობისთვის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი ხდება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს შეუჩეროს საქმიანობის უფლება, თუკი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში დარღვევები გამოვლინდება. ამასთან, ცვლილებების პროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, 1-ლი აპრილიდან 1-ელ მაისამდე, განახორციელებს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას მაკონტროლებელ ორგანოსთან, რომლის ფორმასა და წარდგენის წესს ამტკიცებს მინისტრი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა