არსამთავრობოები - საზოგადოებას მოვუწოდებთ, 26 ივნისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად, საპროტესტო აქციას შემოუერთდნენ

აჭარის ტელევიზიაში ხდება მმართველი პოლიტიკური ძალისათვის მისაღები სარედაქციო პოლიტიკის გატარება, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განხორციელებას,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს.

მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ხვალ, 26 ივნისს აქციას აანონსებენ.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, წლების განმავლობაში დამკვიდრდა, როგორც მიუკერძოებელი და დაბალანსებული ტელევიზია, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ. მაუწყებელმა სამართლიანად მოიპოვა საზოგადოების მაღალი ნდობა და რეპუტაცია იმით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებას აწვდიდა მიუკერძოებელ და დაბალანსებულ ინფორმაციას მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში, მაგრამ დღეს ეს მიღწევები, მოქმედი მენეჯმენტისა და ბორდის პირობებში, საფრთხის ქვეშაა, ვინაიდან ტელევიზიაში ხდება მმართველი პოლიტიკური ძალისათვის მისაღები სარედაქციო პოლიტიკის გატარება, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განხორციელებას.ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტისა და ბორდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ემსახურება ტელევიზიის კრიტიკული სარედაქციო დამოუკიდებლობის ჩახშობასა და კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები, მათშორის ალტერნატიული პროფკავშირების წევრები, ხდებიან სამსახურიდან გათავისუფლების, შევიწროებისა და შანტაჟის მსხვერპლნი.რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივიმაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაბალანსებული, მიუკერძოებელი და ობიექტური სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიტყვის თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისათვის.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, შემოუერთდნენ საპროტესტო აქციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად, რომელიც გაიმართება 26 ივნისს, 18:00 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან (მისამართი: მემედ აბაშიძის 41, ბათუმი)

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

2) სამართლიანი არჩევნები

3) საზოგადოებრივი განვითარების აკადემია

4) მმართველობის მონიტორინგის ცენტრი

5) თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

6) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი

7) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი

8)დემოკრატიის ინსტიტუტი

9) მწვანე სექტორი

10) ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის

11) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი",- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა