კარლ ჰარცელი - ძალიან კარგი და მყარი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან - პატივს ვცემთ იმ სამუშაოს, რასაც ისინი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ახორციელებენ

ძალიან კარგი და მყარი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან და პატივს ვცემთ სხვადასხვა სამუშაოს, რასაც ისინი ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებენ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, კახეთის რეგიონში სტუმრობისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა.

„ჩვენ ძალიან კარგი და მყარი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან და პატივს ვცემთ სხვადასხვა სამუშაოს, რასაც ისინი ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებენ. დიდი ხანია, მსურს, ევროკავშირი უსაფრთხოების საკითხზე კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული, რასაც ჩვენ უსაფრთხოების პროგრამის საშუალებით განვახორციელებთ, რომელსაც ვამზადებთ და განვაგრძობთ თანამშრომლობას ქართველ მესაზვღეებთან, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს,“- განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყანაში ისეთი ინსტიტუტების არსებობა, რომლებიც გააკონტროლებენ, თუ რა კეთდება უსაფრთხოების სფეროში და ერთ-ერთი აქტორი, რომელმაც ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს, პარლამენტია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა