დავით ზალკალიანი - საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ჩვენს პარტნიორთა დღის წესრიგში კვლავ მთავარ ადგილს იკავებს

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ჩვენს პარტნიორთა დღის წესრიგში კვლავ მთავარ ადგილს იკავებს, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციას.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, პოლონეთი და აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები არიან და ისინი ამ პოზიციას ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავდნენ.

„მადლობას ვუხდით პრეზიდენტ დუდას საქართველოს მხარდამჭერი სიტყვებისთვის, რომლებიც მან პრეზიდენტ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-სა და პოლონეთის მხარდაჭერა ყოველთვის ხმამაღლა ჟღერდა“, - წერს ზალკალიანი.

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია და ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი. მანამდე ის თავს დაესხა საქართველოს“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა