შოთა ნარეკლიშვილმა და კარლ ჰარცელმა იყალთოს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს, მხარეებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - ,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის“ შენობის თბო-მოდერნიზაციასთან ერთად, ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით (ვენახის ნასხლავით).

პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 748 695,6 ევროს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ოქტომბერში იგეგმება.

,,პროექტი ევროკავშირისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ამჟამად იყალთოს საბავშვო ბაღში სრული დატვირთვით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. რამდენიმე თვის წინ, სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სპეციალური ტექნიკა გადაეცა, რომელიც ახდენს წალამის გადამუშავებას, შედეგად შექმნილი ბიომასა საბავშვო ბაღების გათბობისთვის გამოიყენება. სარეაბილიტაციო სამუშაოები თელავის #1 საბავშვო ბაღსა და იყალთოს ბაღში განხორციელდება. ენერგოეფექტური ბაღის მთავარი მიზანი არის ის, რომ მოვიხმაროთ ნაკლები ენერგია და საწვავად გამოვიყენოთ სუფთა ბიომასა“, - აღნიშნა შოთა ნარეკიშვილმა.

პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ევროკავშირის ელჩმაც.

,,მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები კახეთში,რეგიონის მასშტაბით ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის არის იყალთოს საბავშვო ბაღის თბო-მოდერნიზაციის პროექტიც. დღეს მე ვხედავ აქ ტრაქტორს, რომელიც ჩვენი პროექტის ფარგლებში შეიძინეს. სწორედ ამ ტექნიკის საშუალებით შეგროვდება ის საწვავი, რომელიც ზამთრის განმავლობაში შენობას გაათბობს. წალმის გამოყენებით, რომელიც კახეთში მრავლად არის, იქნება გათბობა უზრუნველყოფილი. ჩვენ ამით ენერგომოხმარების ეკონომიას მოვახდენთ და დაახლოებით ხარჯების 60% დაიზოგება. ძალიან მნიშვნელოვანაი, რომ ამ ენერგოეფექტურობის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შესაბამისი კანონი გავიდა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ