ზვიად გაბისონიამ ილიაუნისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის თაობაზე გამართულ დისტანციურ შეხვედრაში მიიღო  მონაწილეობა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი, სტრუქტურიზებული სადოქტორო პროგრამის თაობაზე გამართულ დისტანციურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გიოტინგენისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის, ასევე ფოლკსვაგენის ფონდის წარმომადგენლები.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფონდის დირექტორმა მადლობა გადაუხადა გერმანელ პარტნიორებს აქტიური მუშაობისთვის, ხაზი გაუსვა პროგრამის არსებობის მნიშვნელობაზე ახალგაზრდა მეცნიერების კარიერული განვითარების ხელშეწყობისა და სამომავლოდ სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის.

„შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, მხარეებმა განიხილეს პროგრამის გამართულად მუშაობის საკითხი და დასახეს ამ მხრივ სამომავლო მხარდამჭერი ღონისძიებები. აღნიშნული პროგრამა რუსთაველის ფონდის და ფოლკსვაგენის ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა