საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრები პირველი კოლეგიის თავმჯდომარეს ირჩევენ

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრები პირველი კოლეგიის თავმჯდომარეს ირჩევენ

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრები პირველი კოლეგიის თავმჯდომარეს ირჩევენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომა გრძელდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველი გიორგი ლომთაძე აცხადებს, პლენუმის წევრები პირველი კოლეგიის თავმჯდომარეს ირჩევენ, ამ პოზიციას აქამდე მერაბ ტურავა იკავებდა.

მისივე თქმით, დღესვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს უფლება პლენუმს მოადგილის კანდიდატურა ასარჩევად წარუდგინოს. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადახალისება მოხდეს.

"ამ წუთებში, პლენუმის პირველი კოლეგიის თავმჯდომარის არჩევა მიმდინარეობს, რომელსაც მერაბ ტურავა იკავებდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს უფლება, პლენუმს მოადგილის კანდიდატურა წარუდგინოს. პირველ კოლეგიის გადახალისება შესაძლოა მოხდეს. ორივე კოლეგიაში პარიტეტულად უნდა იყოს წარმოდგენილი სამი სახელმწიფო ორგანოს დანიშნული წევრები",- აცხადებს გიორგი ლომთაძე.

ცნობისთვის, საკონსტიტიციო სასამართლოს თავმჯდომარედ დღეს მერაბ ტურავა აირჩიეს.