ეკა ბესელია მათიკაშვილს - რა საოცარია ყალბი ამბების გავრცელებაზე რომ მმართველი პარტიიდან გველაპარაკებიან - შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი გაქვთ თუ არა

რა საოცარია, ყალბი ამბების გავრცელებასა და ამ ამბებისგან თავის დაცვაზე რომ მმართველი პარტიიდან გველაპარაკებიან, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის დეპუტატ დავით მათიკაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც მათიკაშვილმა სახალხო დამცველს ყალბი ახალი ამბების შესახებ დაუსვა კითხვა.

ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს ყალბი ახალი ამბებისგან თავის დასაცავად ტელეკომპანია „იმედის“ ყურება ურჩია.

„რა საოცარია, ყალბი ამბების გავრცელებასა და ამ ამბებისგან თავის დაცვაზე რომ მმართველი პარტიიდან გველაპარაკებიან. დავით მათიკაშვილს როგორ უნდა დაიცვას თავი ვუთხრათ - „იმედზე“ გადართე და მოძებნე გია აბაშიძე, ერთ-ერთი საოცარი მეზღაპრე, რომელიც ამ ყალბ ამბებს ისეთი საოცარი რომანტიულობით გვიყვებოდა, ვაკის პარკში რომ დასეირნობდა და მეორე დღეს მეორე ხმაში სოფო კილაძე რომ გამოვიდოდა და იგივეს იმეორებდა. გია აბაშიძე მე „ქართული ოცნების“ შტაბში რომ მყავს ნანახი ჩემი თვალით, „იმედის“ წამყვანად როგორ გიყვებათ ნამდვილ ამბებს? ის მოიკითხეთ და მერე ერთმანეთთან გაარკვიეთ ეგ აბები. საერთოდ რაღაცას რომ ამბობთ, ცოტა შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი საერთოდ გაქვთ თუ არა,“ - აღნიშნა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა