დავით მათიკაშვილი სახალხო დამცველს - მინდა, თქვენგან მკაფიო პოზიცია მოვისმინო „ფეიკის“, როგორც საზოგადოების მოტყუების და ცილისწამების იარაღის შესახებ

მინდა, თქვენგან, როგორც ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი უფლებადამცველისგან, მკაფიო პოზიცია მოვისმინო „ფეიკის“, როგორც საზოგადოების მოტყუების და ცილისწამების იარაღის შესახებ, რომელიც კონკრეტული პარტიული ტელევიზიებიდან და მათი რუპორებიდან ვრცელდება ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს.

დეპუტატი სხვადასხვა ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტების შესახებ ომბუდსმენის პოზიციით დაინტერესდა.

„გულწრფელად გეტყვით, რომ კითხვა მინდოდა, ჩამომეყალიბებინა იმგვარად, რომ მესაუბრა ჩვენზე, პირადად ჩემს თავზე, ჩემს კოლეგებზე - კახა კუჭავაზე, მამუკა მდინარაძეზე. ჩვენს მიმართ არაერთი ბინძური და ცილისმწამებლური სიუჟეტი გავიდა, თუმცა, ბოლო პერიოდში გაჟღერდა ისეთი ფეიკ ნიუსი, რომელმაც ჩვენი საკითხი უკანა პლანზე გადაწია. არის თუ არა ტელევიზიის მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის ტირაჟირება და გავრცელება დანაშაული და რა სახით უნდა ვებრძოლოთ მას? ეს ანგრევს ბავშვების მომავალს, მათ ფსიქიკას. მეორე საკითხი - ჩვენი ქვეყანა პანდემიის გავრცელების შემდგომ, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულ იქნა როგორც მოწინავე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ფრონტის ხაზზე სწორედ ექიმები დგანან. ასევე, პარტიული ტელევიზიებიდან გაჟღერდა გაუგონარი ტყუილი, რომ თითქოს სახელმწიფო აგზავნის წარმომადგენლებს, თავაზობს კონკრეტულ ოჯახებს თანხებს იმისთვის, რომ მათ ადამიანის გარდაცვალება გაასაღონ, როგორც კორონავირუსის შედეგად მომხდარი ფაქტი. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, რა ხერხით და მეთოდით უნდა ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე დანაშაულს?“,- მიმართა დავით მათიკაშვილმა ნინო ლომჯარიას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა