მიხეილ ყაველაშვილი - იმდენად დეგრადირდნენ, რომ თავის პოლიტიკურ ლიდერად აცხადებენ გიორგი რურუას

იმდენად დეგრადირდნენ, რომ თავის პოლიტიკურ ლიდერად აცხადებენ გიორგი რურუას,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს სახალხო დამცველს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ეს დეგრადირებული ძალა „ნაციონალური მოძრაობა“, სახალხო დამცველს მათი ხელისუფლების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. იმდენად დეგრადირდნენ, რომ თავის პოლიტიკურ ლიდერად აცხადებენ გიორგი რურუას. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ეს რეალობა შექმნა და შეგვიძლია ამ კრიტიკის მიღება და განვითარებაზე ფიქრი. ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც ძალა შესწევს, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს,“-განაცხადა დეპუტატმა სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა