მერაბ ქვარაია სახალხო დამცველს - რამდენად ჯდება პარლამენტის შტურმისკენ მოწოდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში?

პარლამენტის შტურმისკენ, პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდება, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისის მოვლენების დროს, ჯდება თუ არა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში? , - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ სახალხო დამცველს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას.

მერაბ ქვარაიას განცხადებით, სახალხო დამცველის აზრი, ზოგადად, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესოა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ამ დღის ერთ-ერთი ფიგურანტის ირაკლი ოქრუაშვილის პირდაპირ აღიარებით ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელიც მან პირდაპირ ეთერში მისცა, რა დროსაც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მათი მიზანი ხელისუფლების პროვოცირება იყო.

„ამ კონტექსტში მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა - მას შემდეგ, რაც დაახლოებით 90-ზე მეტი სამართალდამცავი დაზიანდა, 300-ზე მეტი ფარი იქნა გატაცებული აქციის მონაწილეების მიერ, მას შემდეგ რაც მოხდა მოწოდება პარლამენტში შეჭრაზე, აქციის ამ მონაკვეთში იყო თუ არა აქცია მშვიდობიანი?

მეორე ჩემი კითხვა ეხება იმ სერიალებს, რომლებსაც ესა თუ ის მედია საშუალება იყენებს და რომელიც არის აბსოლუტურად "ფეიკ ნიუსი" და აგებულია სრულ სიცრუეზე. როგორც ჩანს, არჩევნების წინ კიდევ უფრო გააქტიურდება ეს მიმართულება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მედიის ეს იარაღი შესაძლებელია იყოს ძალიან ცუდ კონტექსტში გამოყენებული უბრალოდ მოქალაქეების, ასევე სახელმწიფოს მიმართ და ხშირად ამის მაგალითებს ჩვენ ვხედავთ, როგორი შეიძლება იყოს პრევენციის მექანიზმი ისე, რომ ბუნებრივია გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას“, - მიმართა მერაბ ქვარაიამ სახალხო დამცველს.​

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი