კახა კუჭავასა და ევროპარლამენტარ ურმას პაეტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავასა და ესტონელ ევროპარლამენტარ, ურმას პაეტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

„დღეს, ყველას აინტერესებს ის პროგრესი, რომელიც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვაქვს, რის შესახებაც ესტონელ ევროპარლამენტარს სრული ინფორმაცია მივაწოდე. მან იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდება და საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებული იქნება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს წარმატებები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.

„ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. ასევე, განაცხადა, რომ დააკვირდება პროცესების შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა