ალექსანდრე მოწერელია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, სამუშაო ვიზიტით სამეგრელოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა ელჩს, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო. შეხვედრისას საუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის და საფრანგეთის რეგიონებს შორის ეკონომიკის, აგრარული სექტორის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ალექსანდრე მოწერელიამ ელჩს კორონავირუსის გავრცელების პროევენციის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საფრანგეთის და საქართველოს ისტორიულ მჭიდრო კავშირებზე. ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის ელჩმა, სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად დადიანების სასახლე და განახლებული ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა. ელჩი ვიზიტის ფარგლებში რეგიონის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს, შეხვდება არასამთავრობო სექტორს, ზუგდიდ-ცაიშისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტებს, ეწვევა ალენ მიურატის ოჯახს და ფრანგული ენის მასწავლებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო