მარია ზახაროვა - თბილისს კორონავირუსის გავრცელების თემის პოლიტიზების მცდელობა აქვს

მოსკოვი აღნიშნავს, რომ თბილისს კორონავირუსის გავრცელების თემის პოლიტიზების მცდელობა აქვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებმა პანდემიის შენარჩუნების პირობებში რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროში აქტუალური საკითხების განხილვა განაგრძეს.

ზახაროვას თქმით, მოსკოვმა გამოხატა შეშფოთება თბილისის დესტრუქციული ხაზის გამო.

„გრძელდება ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თემის პოლიტიზირების მცდელობა მოხდეს. ამ ფონზე შეუძლებელია მწუხარებას არ იწვევდეს საქართველოს ხელისუფლების უარი მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით, სოხუმთან და ცხინვალთან კონსტრუქციულ დიალოგზე, პირველ რიგში, საზღვრისპირა დოსიეზე“ , - განაცხადა ზახაროვამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა