ბოლნისის სოფელ მუშევანში გამოკვლეულ 66 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში აღებული ბიოლოგიური მასალების კვლევის შედეგები ცნობილია და 66 პირიდან, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" ბოლნისიის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგებმა, კოვიდ-19-ზე კვლევის მიზნით, ლუგარის ლაბორატორიაში, სულ 66 პირის ბიოლოგიური მასალა გადააგზავნეს და პასუხები უარყოფითია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა 20 ივნისს დაფიქსირდა. სოფელში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მუშევანში 25 აპრილს გამოცხადდა და დღემდე მოქმედებს. მუშევანში "პი-სი-არ" კვლევა ჯამში 1200-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ