გიორგი გახარია - ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია გრძელდება და ღრმავდება, ეს მიმართულება ფუნდამენტში განსაზღვრავს ქვეყნის ხვალინდელ დღეს

ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია დღეს, როგორც ფაქტი გრძელდება და აქტიურად ღრმავდება; ეს არის ის მიმართულება, რომელიც ფუნდამენტში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უნდა ჰქონდეს კონკრეტული განზომილებები, როგორიც არის განათლების მიმართულება, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, შრომის ბაზრები და ა.შ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენთვის უნდა იყოს როგორც ევროკავშირთან დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომი განვითარება, ასევე ახალი სფეროების გახსნა და აქ რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია კავშირგაბმულობის ყველა სფეროს, ყველა მიმართულების როგორც ტრანსპორტის, ასევე სხვადასხვა სახის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. აქ უაღრესად ეფექტურად გამოსაყენებელია ის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან კავშირი შავი ზღვის კომპონენტის გათვალისწინებით და ამ მიმართულებით ჩვენ უაღრესად აქტიურები უნდა ვიყოთ. ჩვენ დღევანდელი მოხსენება, რომლითაც პირველ რიგში მოქალაქეების წინაშე წარვდგებით, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ სამთავრობო პროგრამის ოთხი მიმართულებით კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბროთ“,- აღნიშნა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა