გიგი უგულავას შეფასებით, კახა კალაძის სიტყვები „სიმართლის მუშტი“ ძალადობის წახალისება და თავისუფალ მედიაზე პირდაპირი მუქარაა

კახა კალაძე რუდუნებით თამაშობდა მეურნე მერის ფუნქციას, ანუ მერის, რომელიც მიმდინარე პოლიტიკაზე რაღაც თვალსაზრისით მაღლა დგას. ამ თვალსაზრისით მან ბოლომდე დაიმარხა თავი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძის სიტყვები „სიმართლის მუშტი“ ძალადობის წახალისება და „თავისუფალ მედიაზე პირდაპირი მუქარაა“.

„რომ შევიტყვე ეს ამბავი, მეგობრებთან ირონიულად ვთქვი, რომ დამთავრდა მეურნე მერის თამაშის ისტორია, 1-2 წლის განმავლობაში კალაძე რუდუნებით თამაშობდა მეურნე მერის ფუნქციას, ანუ მერის, რომელიც მიმდინარე პოლიტიკაზე რაღაც თვალსაზრისით მაღლა დგას და აინტერესებს ინფრასტრუქტურა, ქალაქის განვითარება, რაც ყველას გვეხება. ამ თვალსაზრისით მან ბოლომდე დაიმარხა თავი. ჯერ ერთი, „სიმართლის მუშტი“ არის ოქსიმორონია, სიმართლე იმიტომაა სიმართლე, რომ მუშტი არ სჭირდება. მეორე, ხელისუფლების ყველა გამოვლინებაში ვხედავთ ძალადობას და კალაძის ეს სიტყვები პირდაპირ წახალისებაა ძალადობის, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სიბრიყვე და უვიცობაა. ისტორიულად სიმართლე იმით განსხვავდება ტყუილისგან, რომ არასდროს მისი იმპლემენტაცია, დაჯერება არ ყოფილა მუშტით შესაძლებელი. მუშტით ახდენ ტყუილის დაშინებით შეჩეჩებას საზოგადოებისთვის. პოზიციონერება, როგორც ეს მოახდინა, ნიშნავს, რომ სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. პლუს კალაძე არის იმ პარტიის გენერალური მდივანი, რომელიც საერთაშორისო თაღლითობაშია შემჩნეული და „ქართული ოცნება“ საქართველოში და მსოფლიო ხელისუფლებებს შორისაც არის ჩემპიონი ფეიქ-ნიუსის, არავთენტური მოქმედებებისა და ყალბი ბოტების და ა.შ. მთელი ფაბრიკაციის. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, არაფერი რომ არ ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირი მუქარა თავისუფალ მედიაზე. საქრთველოში მედიის თავისუფლების კუთხით ყოველთვის პრობლემა გვქონდა და გვაქს, აქ უფრო საუბარია ხარისხზე. ის, რასაც ჩვენ სახელისუფლებო მედიაში დღეს ვხედავთ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, წინა ხელისუფლების შეცდომების ანალოგიაც არ იქნება, ეს უფრო მეტად დაემსგვასა ასლან აბაშიძის პროპაგანდისტულ მანქანას. იმის გამო, რომ ივანიშვილი გავს თვითონ ასლან აბაშიძეს გაჭრილი ვაშლივით“,- აგანცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. მისი თქმით, „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს” და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა