გადასახადების ადმინისტრირების განახლებული წესების განხილვის მიზნით, შემოსავლების სამსახურის უფროსი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გადასახადების ადმინისტრირების განახლებული წესების წარდგენისა და განხილვის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მომზადებული ცვლილებები, რომლითაც მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრირების პროცესები, ბიზნესისთვის იზოგება დრო და მცირდება დანახარჯები. მათ შორის: გადასახადის გადამხდელების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებებიდან, ერთ ობიექტზე დღეში ერთხელ განცხადების განხილვა განხორციელდება უსასყიდლოდ, თუ ამ განცხადებით ჩამოსაწერი საქონლის ღირებულება არ აღემატება 100 ლარს.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად (თვეში ერთი ანგარიშგებით), საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ გასული თვის განმავლობაში დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი.

დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით.

ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრისას, შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადადგა საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების ლიბერალიზაციის მიმართულებით. გამარტივებული საგადასახადო სისტემა კი სწორედ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და კომპანიების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად.

,,დადგენილი საფასურისგან გათავისუფლდა იმ განცხადებების განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია არაარსებითი ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა. აგრეთვე, როგორც ცნობილია, დაზიანებული საქონლის შენახვა დაკავშირებულია გარკვეულ დანახარჯებთან. კერძოდ, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ყოველდღიურად უფიქსირდებათ დაზიანებული საქონელი და ჩამოწერის პროცედურების სირთულის გამო, უწევთ ამ საქონლის რეალიზაციაში ასახვა და შესაბამისად, დაბეგვრა. ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მომზადებული ცვლილებების თანახმად, კვების ობიექტებს, რომლებსაც აქვთ მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე, არ არიან დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის და ა.შ. შეეძლებათ გამარტივებულად (თვეში ერთი ანგარიშგებით), საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერების და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ გასული თვის განმავლობაში დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი. გარდა ამისა, დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით“, - განაცხადა ლევან კაკავამ.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა კომპანიების წარმომადგენლების დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც, საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ლევან სირანაშვილმა საქონლის ჩამოწერის ახალი წესების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა.

,,საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზაალ ტყეშელაშვილი, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზემოაღნიშნული საკითხების მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის, ინფორმაცია 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის განცხადებების საფასურისაგან გათავისუფლების თაობაზე (საქართველოს მთავრობის N96 დადგენილება), საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესების თაობაზე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანება) და სავაჭრო ობიექტებისთვის სურსათის დანაკარგების თაობაზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N16117) განთავსებულია შემდეგ ბმულებზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2800?publication=90

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835?publication=110

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=10948

აღსანიშნავია, რომ დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურის გამარტივება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომლის გადაწყვეტაზეც მთავრობა ბიზნესთან ერთად აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული ინიციატივა სრულად ასახავს ბიზნესის ინტერესებს და შედგენილია სწორედ ბიზნესის მხრიდან დაყენებული წინადადებებისა და მოსაზრებების შესაბამისად," - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით