ფოცხოეწერში მცხოვრებმა დევნილმა ახალგაზრდებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს

პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ“ ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მარტვილის კანიონში უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოზარდებმა მდინარე აბაშაზე ნავებით გაისეირნეს და კანიონის ულამაზესი ადგილები დაათვალიერეს.

დღესვე ახალგაზრდებმა დადიანების სალხინოს სასახლე დაათვალიერეს და მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც ქვისა და ბრინჯაოს ხანის უნიკალური არქეოლოგიური მასალაა დაცული.

დევნილი მოზარდებისთვის გამართულ საქველმოქმედო აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად ჩართული იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიებაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა“ სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია მონაწილეობდნენ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და სსიპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა