შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მამა - ჩემს შვილს პოლიციელმა უთხრა, შეიძლება ვერ გატკინო, მაგრამ სულს გაგიმწარებო

ჩემს შვილს პოლიციელმა უთხრა, შეიძლება ვერ გატკინო, მაგრამ სულს გაგიმწარებო, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ჩხუბის დაწყების პირველი ეპიზოდის დროს მისი შვილი ეზოში მთვრალ მდგომარეობაში იჯდა და ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მისმა შვილმა დაინახა, თუ როგორ იღებდა მეორე სართულიდან ერთ-ერთი ბიჭი დაწყებულ ჩხუბს. დაკავებულის მამის თქმითვე, მისი შვილი შავი ფერის „ტოიოტა ქამრიში" იჯდა.

„პოლიციელებმა უთხრეს, გიორგი შაქარაშვილს ხომ შორტები ეცვაო, ჩემმა შვილმა უთხრა, არ ვიცი, არ დამინახავსო. როგორ არ დაგინახავს, უნდა დაგენახაო და ჩაარტყა", - აცხადებს არასრულწლოვნის მამა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

იხილეთ ვიდეო:შაქარაშვილის საქმეზე აყვანილი არასრულწლოვნის მამის თქმით, მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფასა და ზურგში ჩაარტყა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა