საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოხსენებას დაეთმო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოხსენებას დაეთმო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯაბა ფუტკარაძემ კანონმდებლებს 2021-2024 წლებში სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

მომხსენებლის განმარტებით, პანდემიიდან გამომდინარე, პრიორიტეტები ჩვენი რეგიონის მოსახლეობის ძირითადი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით განისაზღვრა. კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი რომანაძის თქმით, ინფორმაცია განხილულია უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნებიც.

რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, მისმა წევრებმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს და მხარი დაუჭირეს შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა