გიორგი გახარია - სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ კუთხით სამინისტრო ჯარის მოსამსახურეებისთვის სერიოზულ აქტივობებს ატარებს და ხორციელდება ტექნიკური გადაიარაღება, რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რაშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან.

„ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - დაწყებული ანაზღაურების გაზრდიდან სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებამდე, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი უნიფორმითა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ყოველდღიური ცხოვრების, ვარჯიშისა და შრომის შესაძლებლობას აძლევს ღირსეულ პირობებში. ამისთვის სამინისტრო დღეს სერიოზულ აქტივობებს ატარებს. და, რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება, რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რომელშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა