ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - ნუ დახვალთ ყველა ერთად მელაძისა და გვარამიას დონეზე, რადგან მათ იქით მეტი ფსკერი არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობაძიძე, მედიასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყალბი ახალი ამბის გავრცელება სერიოზული პრობლემაა და მას მოგვარება სჭირდება.

„მინდა კახა კალაძის ინიციატივას გამოვეხმაურო. ძალიან კარგი და დროული ინიციატივაა, რადგან „ფეიკნიუსი" არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს არის გლობალური პრობლემა და ჩვენ ყველამ ჩვენი პატარა წვლილი უნდა შევიტანოთ ამ გლობალური და მათ შორის, ლოკალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში. გუშინ იყო სამი სიუჟეტი და სამივე შემთხვევაში ძალიან მარტივად გამჟღავნდა, რომ ეს არ იყო არამარტო უბრალოდ არასწორი ინტერპრეტაცია, არამედ სამივე შემთხვევაში ტყუილი ინფორმაცია გააჟღერა ერთმა, მეორე და მესამე ტელევიზიამ. სამივე სიუჟეტი ტყუილი იყო. მაგალითად, აჩვენეთ ის, რომ 11 ლარი ღირდა ცელოფნის პარკი, როდესაც რეალურად 25 თეთრი ღირდა. ამაზე მეტი ტყუილი რა არის? ეს ხომ სირცხვილია. ნუ დახვალთ ყველა ერთად მელაძისა და გვარამიას დონეზე, რადგან გვარამიასა და მელაძის იქით მეტი ფსკერი არ არსებობს,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. მისი თქმით, „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს” და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება. მანვე „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს რამდენიმე მედია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა