აქციის მონაწილეები აჭარის ტელევიზიასთან შეიკრიბნენ

აჭარის ტელევიზია და რადიო პოლიტიკური ინტერესებისა და ხელისუფლების გავლენებისგან არის დასაცავი,- ამის შესახებ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან აქციის მონაწილეებმა განაცხადეს.

აქციის ორგანიზებას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრები უწევენ. აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აჭარის ტელევიზიაში არხის დირექტორის გიორგი კოხრეიძისა და მრჩეველთა საბჭოს ნაწილის ჩართულობით სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და მათთვის არასასურველი კადრების გათავისუფლება მიმდინარეობს.

„ეს აქცია ეძღვნება იმას, რომ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლება არის დასაცავი, მაუწყებლის დასაცავად საზოგადოების ყველა წევრი იკრიბება. იგი ხელისუფლებისა და პოლიტიკური ინტერესებისგან არის დასაცავი", -განაცხადა აქციის მონაწილე მალხაზ რეხვიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა