რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზაზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო ორმა პირმა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

























