ალეკო ელისაშვილი - აჭარის მაუწყებელთან აქციაზე ვარ, როგორც ყოფილი ჟურნალისტი და ჩემთვის სულერთი არ არის აღვირახსნილი ზეწოლის და წნეხის ყურება

პირველ რიგში, აქ ვარ, როგორც ყოფილი ჟურნალისტი და ჩემთვის სულ ერთი არ არის, იმ აღვირახსნილი ზეწოლის და წნეხის ყურება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ახალი მენეჯმენტის მხრიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ხორციელდება , - აცხადებს ალეკო ელისაშვილი, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან გამართულ აქციას ესწრება.

ელისაშვილის თქმით, დადგება დრო, როცა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი სარედაქციო საქმიანობით იმუშავებს.

"მე მსურს, აქ ყოფნით და დგომით, გავამხნეო ტელევიზიის თანამშრომლები და ვუთხრა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მე მჯერა, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ეს მენეჯმენტი ადრე თუ გვიან დატოვებს მაუწყებელს და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დამოუკიდებელი სარედაქციო საქმიანობით იხელმძღვანელებს", - აცხადებს "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი, რომლის კომენტარსაც "სამოქალაქო მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთა აქცია მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო