კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტებისთვის 250 ევროს ოდენობით ყოველთვიურ სტიპენდიას დააწესებს

„ილიაუნის” ინფორმაციით, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის - „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ - წარმატებული სტუდენტებისთვის 250 ევროს ოდენობით ყოველთვიურ სტიპენდიას დააწესებს. მათი ცნობით, სტიპენდიას ყოველთვიურად მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც სამაგისტრო პროგრამის შიდაშესარჩევ პროცედურებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. სტიპენდიის შენარჩუნება დამოკიდებული იქნება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამამ ახლახან მიიღო აკრედიტაცია და სტუდენტებს უკვე შემოდგომის სემესტრიდან მიიღებს.

„პროგრამაში გაერთიანებულია მსოფლიოს მასშტაბით თემის შესახებ არსებული საუკეთესო ინტელექტუალური ცოდნა. პროგრამაზე ასწავლიან დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტების კურსდამთავრებული დოქტორები. პროგრამა ორენოვანია – სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური – და ითვალისწინებს ახალი და უახლესი ისტორიის შესწავლას ტრანსნაციონალურ და რეგიონულ ჭრილში. საკითხები განხილული და დანახული იქნება მსოფლიოსა და სამეზობლოში მიმდინარე პროცესების პარალელურად. გარდა თეორიული ცოდნისა, თითოეულ სილაბუსში გათვალისწინებულია კვლევის კომპონენტი. სტუდენტები გაივლიან პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად აუცილებელ კურსებს (საარქივო საქმე, კვლევის დიზაინი და ა.შ)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა