აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი - ჟურნალისტების დევნისა და შევიწროების ფაქტები არ არსებობს და არც სარედაქციო პოლიტიკაა საფრთხეში

ჟურნალისტების დევნისა და შევიწროების ფაქტები არ არსებობს და არც სარედაქციო პოლიტიკაა საფრთხეში,- ასე გამოეხმაურა აჭარის ტელევიზიის შენობის წინ დღეს გამართულ აქციას, არხის მრჩეველთა საბჭოს წევრი სოსო სტურუა. როგორც მან განმარტა, წინასაარჩევნო კამპანიაში პოლიტიკურ პარტიებს სურს ამ თემის წამოწევა.

"ჩემთვის უმთავრესია მაუწყებლის ეთერში ისმოდეს ყველას ხმა, ეს აქცია იყო პირდაპირ ეთერში და რაც არ უნდა მოხდეს ან თემა იყოს, ყოველთვის გავა აჭარის მაუწყებლის ეთერში. აქ იქნება განსხვავებული აზრი. ჟურნალისტების დევნაზე და შევიწროებაზე არაფერი მეტყველებს, ასეთ ფაქტს არ ვიცნობ. არავინ დაინტერესებულა ენახა დოკუმენტები თუ რის საფუძველზე მოხდა ადამიანების გათავისუფლება ან საყვედური. აქციაზე ბევრი პოლიტიკური პარტია იყო, ლიდერები ამბობდნენ იგივეს, მრჩება შთაბეჭდილება ბევრ პოლიტიურ პარტიას სურს წინასაარჩევნო კამპანია დაიწყოს ამ თემით. ეს ტელევიზია ყველასთვის იქნება ღია. ახალი ბრალდება არ გამიგია, ამას ამბობდნენ ნოემბერში, იანვარში და ახლაც, გავა რამდენიმე თვე და იგივეს იტვიან, თუმცა ნახავთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება დაცული,"- განაცხადა სოსო სტურუამ.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები დღეს აჭარის ტელევიზიასთან შეიკრიბნენ.

„აჭარის ტელევიზია და რადიო პოლიტიკური ინტერესებისა და ხელისუფლების გავლენებისგან არის დასაცავი“,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო