გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის წყლის სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დაასრულა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში აშენდა სამი ახალი რეზერვუარი, მოეწყო 10 ჭაბურღილი და 220 კმ ახალი ქსელი.

“ამ დროისთვის ქალაქი სრულად ახალ ქსელზე უკვე გადაერთებულია. ასევე, დასრულების ეტაპზეა აბონენტების გამრიცხველიანება, რის შემდეგაც ქალაქი სრულად 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობდა, მოსახლეობის 75% ინდივიდუალური ჭებით, ხოლო დანარჩენი 25% ჭაბურღილებიდან მარაგდებოდა.

ინფრასტრუქტურული სამუშოებისთვის, აზიის განვითრების ბანკის დაფინანსებით, 94 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდში დამატებით ორ პროექტს - წყალარინების ქსელის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა