ბადრი ჯაფარიძე - პრემიერის პარლამენტში გამოსვლა იყო ცარიელი და უშინაარსო

პრემიერის პარლამენტში გამოსვლა იყო ცარიელი და უშინაარსო, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიასთვის დამახასიათებელია გამოთქმით საუბარი, თუმცა, სამწუხაროდ, მის გამოსვლაში ვერასდროს ხედავს პრობლემის გადაჭრის გზებს.

“მისი საუბრიდან ვერ დავინახეთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზები. პრემიერს, ისე როგორც მთავრობის სრულ შემადგენლობას, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის უნარი არ აქვს. ეს ნათელი იყო პანდემიამდე და კიდევ უფრო თვალსაჩინოა ახლა. ამას მიუთითებს ისიც, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ქვეყანა 9 ადგილით ჩამოქვეითდა, ეკონომიკის მდგრადობის მიხედვით, სკოუპის შეფასებით, ვართ ბოლო 63-ე ადგილზე”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ლელოს” ლიდერი პრემიერის ერთ-ერთი განცხადებასაც შეეხო, რომელიც ბიუროკრატიულ ხარჯებს უკავშირდება.

“პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბიუროკრატიული ხარჯებით საქართველო მე-2 ადგილზეა, რაც მტკნარი სიცრუეა, რადგან სინამდვილეში ვართ 88-ე ადგილზე. სამწუხაროდ, ტყუილი პრემიერის და მთლიანად “ქართული ოცნების” მთავარი სამუშაო ინსტრუმენტია,” - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა