მამუკა მდინარაძე აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებაზე - დარწმუნებული ვარ, ინიცირება შესაბამის გადაწყვეტილებაში ასახვას ვერ ჰპოვებს

ინიცირება ცვლილებას არ ნიშნავს, დარწმუნებული ვარ, ეს ინიცირება შესაბამის გადაწყვეტილებაში ასახვას ვერ ჰპოვებს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორების თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმების ყველა პირობა შეასრულა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ორშაბათს დასრულდება.

"ინიცირება ცვლილებას არ ნიშნავს. შეუძლია, ნებისმიერ დეპუტატს, მაგალითად ადა მარშანიას, ან მე, ან ნებისმიერ ჩვენგანს დავაინიციროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილება შევიდა. ეს არის ერთი ჩვენი კოლეგის, სხვათაშორის საპატივცემულო კოლეგის მოსაზრება და ეს გამოიხატა ინიცირებაში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ინიცირება შესაბამის გადაწყვეტილებაში ასახვას ვერ ჰპოვებს, რადგან ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება იყოს ხოლმე, როგორც ხშირად ხდება ამ ბოლო დროს ცალკეულ შემთხვევებში არასწორი ინფორმაცია, ვიღაცის სუბიექტური დამოკიდებულება, როგორც ნახეთ ერთ შემთხვევაში კონგრესმენის განცხადება, რომ იყო სტაფერის შედგენილი, შეიძლება უბრალოდ, საკანონმდებლო პროცედურები არ იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ ასე სწრაფ დროში მსგავსი ინიცირება ასახული იყოს გადაწყვეტილებაში. ჩვენ ორშაბათს უკვე პროცესს დავასრულებთ. ყველა პირობა შევასრულეთ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო განცხადება გააკეთა გერმანიის ელჩმა, ხოლო აშშ- ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის საწინააღმდეგო პოზიცია სამწუხაროა.

"გერმანიის ელჩმა გააკეთა უფრო მკაფიო განმარტება, ვიდრე წინა შემთხვევაში მან და მისმა კოლეგებმა გააკეთეს. ეს იყო ერთადერთი რამით გამოწვეული, ვერ გააგებინეს უბრალოდ, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რა უნდა ქნან. მოწოდებით, ზოგადი მინიშნებით ვერ გააგებინეს და თქვეს, რომ მხარი უნდა დაუჭიროთ. წინა შემთხვევაში კარლ ჰარცელმა დაუთვალა 142 ხმა, მაინც ვერ გაიგეს და დღეს თქვა უკვე გერმანიის ელჩმა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარი არ ყოფილა და საერთოდ საუბარი არ ყოფილა, ჩანაწერში შავით თეთრზე წერია, რომ პოლიტპატიმრებზე და გიორგი რურუაზე საუბარი არ არის. რადგან ეს ვერ გაიგეს, ელჩი იძულებული გახდა, პირდაპირ მიეთითებინა. ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების სურვილს რომ ვხედავთ ჩვენი საპატივცემულო კოლეგის მხრიდან, ეს სამწუხაროა, ამის მიზეზებს ნუღა ჩავუყვებით, წინასწარ გეუბნებით, ეს გადაწყვეტილებაში ასახვას ვერ ჰპოვებს" , - აცხადებს მდინარაძე.

ცნობისათვის, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტის შესწორების მიხედვით საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის.

რაც შეეხება, გერმანიის ელჩის განცხადებას, მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, აღნიშნა, რომ უგულავა, უქრუაშვილი და რურუა ოფიციალურად მოხსენიებულები არ იყვნენ შეთანხმებაში, თუმცა მოლაპარაკებების დროს მათი გვარები გაჟღერდა. "რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგის პროცესში 8 მარტამდე, ეს სახელები მოხსენიებული იყო, და ოპოზიციური პარტიების შეშფოთების ნაწილს წარმოადგენდა. უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში ეს შეწყალება იყო, ის, რაც შეიძლება, ნებისმიერ ქვეყანაში სამართლებრივად მოხდეს, და ასევე, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის შემსუბუქებაში წვლილის შეტანის მცდელობა - ჩვენ ეს ასე დავინახეთ და მივესალმეთ კიდეც“, - აღნიშნა ქნირშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა