ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმი “გვირაბი” მონტენეგროში დაჯილდოვდა

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი” საერთაშორისო კინოფესტივალზე Underhill Fest საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მათი ცნობით, ფესტივალი ყოველწლიურად მონტენეგროში იმართება და ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად ითვლება.

“ფილმში მოქმედება ვითარდება ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ჩქაროსნულმა მატარებელმა ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

“გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი”, - აღნიშნავენ კინოცენტრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა